воскресенье, 27 ноября 2011 г.


                        სიჩუმე
დავიღალე...მარტო შენ გეტყვი როგორ,
სხვასთან თქმას აზრი არა აქვს, აზრი ხომ მოსმენაშია,
მოსმენა სურვილშია,სურვილს კი გრძნობა წარმოშობს,
გრძნობას კი სიყვარული ქმნის.სიყვარულს უფალი ჩუქნის...
ასე რომ მარტო შენ გეტყვი..
თუ არც შენ მომისმენ ნუ მეტყვი, ისევ გაჩუმდი,მომაჩვენე როგორც ყოველთვის
მე არც ადრე ვყოფილვარ მომთხოვნი და არც ახლა ვიქნები..
არა, განა ვბრაზდები,სიბრაზე ყმაწვილთა და ამაყთა ხვედრია,
მე ახლა უფრო სიჩუმეს ვგევარ და არც კი ვიცი რატომ ან რისთვის,
თუმცა მნიშვნელობა  ამას უკვე აღარ  აქვს...
რა დიდებულად ჩამოდგა სიჩუმე....
ისე უჩუმრად და ნელა თითქოს ველოდი...
როცა სამყაროს წამიერებას თვალი შევალე
მარადისობას მგონია შევეხე ხელით...
 არ თქმას ყოველთვის თქმა სცობს,
 ჯდომას კი დგომა...
სიბნელეს სხივი...
ტირილს სიცილი...
მაგრამ სიჩუმეს ახლა მივხვდი
უფრო ხანგრძლივი სიჩუმე რომ სჯობს,
მარიდოშობაში გადასული,
ხელთუქმნელი,უბილწოებით გაჟღენთილი
სიცარიელე ...
დღეს თუ ხვალ,ზეგ თუ მაზეგ,
ახლა თუ მერე,ამ წელს თუ იმ წელს....
ყველაფერს ერთი სურნელი დაკრავს...
მ ა რ ა დ ი ს ო ბ ის...

Комментариев нет:

Отправить комментарий