ლექსები



                  და დაგივიწყებ ისე უცებ, ისე ძლიერად...

რასაც ეხლა ვიტყვი ჯერ არ მითქვია..
ჯერ არ მითქვია, ვინახავდი ბნელ სარდაფებში..
ობობას ქსელი რომ მოსდებია როგორც სიყვითლე..
ასე გავიდა ბევრი ზამთარი და გაზაფხული..
და ბოლოს, როგორც კი გადავწყვიტე მისი წარმოთქვა...
შემრცხვა და მივხვდი.., დავაგვიანე..
ამ ცხოვრებაში ყველაფერს თავისი დროა აქვს...
დრო  ადამიანს შეუქმნია თავის მტანჯველად..
და ამიტომაც ყველაფერს არ თქმულს,
არ გაკეტებულს და არ შესრულრბულს
ტკივილის მძაფრი შეგრძნება ახლავს..
თავისი დრო აქვს სიტყვას და დუმილს..
თავისი დრო აქვს ცრემლსა და სიცილს..
მითუმეტეს კი სიტყვას– ჯერ არ თქმულს..
არ დაბადებულს,არ გაჟღერებულს..
დავაგვიანე..და მერე როგორ დავაგვიანე...
აწი ამ სიტყვებს  ფასი არა აქვს,
აწი თქმას უკვე არ თქმა სჯობია..
და თქმის სურვილით შებყრობილი გახსნილი ბაგე
საცოდავად ჩანს წყვდიადის ფონზე როგორც მასხარა
არენის ცენტრში მხრებ ჩამოყრილი..
 მომდგარი ცრემლი გარეთ გზას ეძებს..
 თითქოს პირველად ვრჩები მარტო,  სათქმელთან..
აღარ ვიტყვი,აღარც სარდაფში გადავინახავ,
აღარც უშენოდ გამიჭირდება,...
და დაგივიწყებ  ისე უცებ,ისე ძლიერად,...
 როგორც მიყვარდი...
      

 ––––––––––––////////–––––––––––


              წამი...

ერთი წამიც და...მორჩება ყველაფერი....კიდევ ცოტაც..
ცოტაც და..არ გეტკინება არაფერი,არ შეწუხდები,
და არა მარტო არ შეწუხდები, შვებას განიცდი,უდიდეს შვებას..
ეს ერთი წამიც გაგიჭირდება,დაიღლები,თავბედს იწყევლი,სულ ერთი   წამი..
ოფლსაც კი დაღვრი,ბევრსაც იტირებ,ხან წაიქცევი,მაგრამ ადგები,
უცებ ადგები  და გზას გააგრძელებ..
ხანდახან ,სულ ცოტა ხანი, თავს იგრძნობ კარგად,იფიქრებ, ალბად დამთავრდა ტანჯვა,
მაგრან ამაოდ, ისევ სიცივე და მოლოდინი უკეთეს წამის შეგიპყრობს მყისვე...
სულ ერთი წამით გრძელდება შიში,სულ ერთი წამით,
შენ კი გგონია სამუდამოდ იქნები ასე..
ამ ერთ წამს  მარადისობის საფასურად უნდა გაუძლო,
დაიჯერე აწი არასდროს გეტკინება და არასოდეს იგრცნობ სიცივეს..
განა არა ღირს ეს ერთი წამი მარადისობად?
ერთი წამიც და მორჯება ყველაფერი..სულ ერთი წამიც... 

             
             ––––––––––––––......–––––––––––––

            
          არ მეშინია


გარდა–ცვალების არ მეშინია,..თუ მეშინია ,მხოლოდ შეხვედრის მასთან..
ისიც იმიტომ რომ არ ვიცი,შენც იქ მოხვდები თუ, სხვასთან.
მე ამ ტკივილსაც მარტო გაუძლებ,არც პირველია და არც საბოლოო.
არ მახსოვს როდემდე ვიყავი მარტო თუთუნის მწარე ბოლში მცურავი,მარტო ის მახსოვს რომ შენს სუნთქვას ვგრძნობდი და იატაკზე ჩემი  ჩრდილი გაშხლართულიყო როგორც მეძავი.
გამიშვი,შენით დაღლილი და დაქანცული სიმშვიდეს ვეძებ...
ფოთლები იწვის და მათი ბოლი მიიზლაზნება ზეცისკენ ჩუმათ როგორც ფიქრები,და შემოდგომის მძაფრი სურნელი  მწარე ბოლივით მომბეზრებია...
რაც უფრო ვგრძნობ სიახლოვეს გარდა–ცვალების, მით უფრო ვცოცხლობ ძლიერი გრძნობით..გრძნობით სიცოცხლის,სიყვარულის და იმედის გრძნობით...
ეს სიქიჟეა და სრული გაფრენა..ან ...გადაფრენა საიქიოში...
როცა ანათებს სიბნელეში სინათლის სხივი, მეც მაშინ მჯერა რომ ცოცხალი ვარ და მინდა სუნთქვა,როგორც პატარას დედის მუცლიდან გამოსვლი მერე...სავსე ფილტვებით და მჩხივანე ხმით,ისევ თავიდან დაწყების ჟინით,ისევ თავიდან...
არ მეშინია აწი არაფრის,გადავბრუნდები?..არა,მე დავბრუნდები,თუნდაც ინიტომ რომ  ფრაზა მოვრჩე ,თუნდაც იმიტომ რომ ჩაგიხუტო,თუნდაც იმიტომ რომ,...მომენატრე ისე საშინლად,ისე უზომოდ რომ არ დაბრუნება არ შემიძლია...
შენი სიყვარულის  გარდა რა მინ–და...
გარდა–ცვალება? ...ა რ   მ ი ნ –დ ა !!!
         
             ––––––––––––/////////–––––––––––––––


ეს სასჯელია თუ...



რამდენი რამე არ იცი მასზე ან კი როდესმე გაიგებ რამეს?

კითხულობ ამას და სადღაც შიგნით შენვე პასუხობ.. ვერა..

გავა დრო, ან გაიქცევა როგორც ჩვევია და მონატრების მწარე შეგრძნებით ჩაიხუთები ოთახში მარტო...რატომ?ამ შეკითხვაზე პასუხი გიჭირს მაგრამ ჯიუტად,  გესმის და გესმის…

 არჩევს გონება წარსულ სურათებს და თვითონაც ხვდება რომ არ დაბრუნდება...

გადაბრუნდება, ზურგს მოგაქცევს  როგორც ღალატში მხილებულ სიძეს...

არ დაბრუნდება..არ დაბრუნდება...გესმის შორიდან..

ეს იყო ადრე, ამბობს ვიღაცა და უჭირს შენი გადაბირება..

ეს შენი ყოფის ნაწილია, შენი ოცნების, ან გაოცების, ანდა სრულებით უფლის ნებაა,ანდა ...სასჯელი..
ახლა, ფიქრიც კი ისე დამძიმდა გიჭირს ტარება და ადგილს ეძებ მოსაშორებლად,როგორც ფეღმძიმე...
არ ხარ მართალი..თუმცა სიმართლე ფასობს კაპიკად.. იძინებ ისევ  ამ ფიქრით გვიან, და დგები დილით  ამით დაღლილი...
რაა ცხოვრება? ფიქრი მტანჯველი და შენი მასთან ბრძოლის მწირი შესაძლებლობა...
ბოროტი გახვევს თავის ოცნებას და შენ კი, როგორც პატარას ,ბავშვივით გჯერა რომ ის შენია...
და არც კი იცი რა არის შენი, მაგრამ ჯიუტად ასაღებ შენად.
ეს უგნურების და ბოროტების წყაროს გავს ..გამუდმებით რომ მოედინება...მოედინება...
უფლის ადგილი უჭირავს დემონს და შენ კი ძმასავით ესაუბრები,ისე რომ არც კი იცი ვისთან გაქვს საქმე...
ეე..რამდეჯერ მიხვდი რომ გეშლებოდა და მაინც აჰყევი...მაინც გაჰყევი და სულ მთლად ჩაჰყევი მაგ რქიანს მაგას...
ალბათ შეიცვალე...მგონი შეიცვალე...ფიქრობ რომ შეიცვალე...
უფალო შემიწყალე ...უფალო შემიწყალე.. უფალო შემიწყალე...

__________________________////////____________________

კიდევ  ფიქრი... სადღაც გაქცეული როგორც სირცხვილი,
ან აზრი გაელვებული წამით,არაფრის მთქმელი,უკვე გახრწნილი,უკვე ართქმული,
გონების ბნელი ლაბირინთები,უფსკრულები,მწვერვალები და მე კი, რიგორც მთასვლელი ან დრაივერი მივყვები ფიქრებს,
შორს წასულს კი მავიწყდება ცეცხლის დანთება და ვიყინები..
ვიყინები და ყინვა მაბრუნებს უკან ოთახში...
ასე ყოველდღე ,ყოველწუთს,ყოველწამს,  ვგევარ ოთახში, ფიქრის წუმპეში,ნყრალი სუნი რომ დასდებია დროისა გამო..და მიხარია...
ალბათ ოდესღაც გავცდები წუმპეს,ამის იმედით ვითმენ ყოველ დღეს და ვგევარ
კეისარს, ამაყი მზერით მომზერალს მზისკენ...

Комментариев нет:

Отправить комментарий